თბილისში, ვაზისუბნის მეორე მკ/რნ-ში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბინაში შესულ მეხანძრე-მაშველებს მამაკაცის ცხედარი დახვდათ.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.