თარიღი    დრო

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 20:22 02.22.2018 12678

თბილისში ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

როგორც ბრიფინგზე ჭელიძემ აღნიშნა, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული პირი, რომლის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს, თბილისში, თემქის დასახლებაში შურისძიების მოტივით, მეგობარს, 1997 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – განაცხადა ბრიფინგზე მამუკა ჭელიძემ.

ცნობისთვის, დღეს დილით, გამთენიისას თბილისში, თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%