საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯალენიძე გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, მოუწოდებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეთავაზებით ისარგებლონ.
ჯანელიძის თქმით, ეს არის მხარდაჭერა, რომელსაც გამოხატავს ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ამ შემთხვევაში გერმანია, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჩავიდნენ გერმანიაში და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილი აქვთ.
"ვინც არალეგალურად იმყოფება გერმანიაში და სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს, გერმანიის მთავრობა სთავაზობს სპეციალურ პირობებს, ფინანსურ დახმარებას და საქართველოში დაბრუნებისა და პირობების შექმნისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა“, – განაცხადა ჯანელიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ საგარეო უწყება აღნიშნულ ინფორმაციას მაქსიმალურად ფართოდ და აქტიურად გაავრცელებს საკუთარი არხებით, დიასპორული და შესაბამისი ორგანიზაციებით, რათა ყველამ შეძლოს აღნიშნული ახალი შესაძლებლობით სარგებლობა და დაბრუნება სამშობლოში.
ცნობისთვის, გერმანია სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს მატრიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს.