თარიღი    დრო

„აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი - ახალ საწარმოში 3 ათას ადამიანს დავასაქმებთ

საქართველო, თბილისი - 19:35 02.22.2018 446

„აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებლის ჯემალ ბილგინგულლუოღლუს განცხადებით, ახალ საწარმოში 3 ათასი ადამიანის დასაქმება მოხდება ეტაპობრივად.

როგორც მან ფოთში, კომპანიის ახალი საწარმოს გახსნაზე განაცხადა, საწარმოში დასაქმების საბოლოო ფაზა 2020 წელს დასრულდება.

„პირველი საწარმოში საქართველოში 2008 წელს გავხსენით ბობოყვათში, შემდეგ ბათუმში. დღეს კი მესამე საწარმო ფოთში. ფოთის საწარმო სამი ეტაპისგან შედგება. წელსვე, პირველ ეტაპზე დასაქმდება 1000 ადამიანი, მეორე ეტაპზე - 2000, მესამე ეტაპზე სულ დასაქმებული გვეყოლება 3 ათასი ადამიანი. სამივე ეტაპის დასრულებას 2020 წელს ვგეგმავთ“, - განაცხადა ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ.

„აჭარა ტექსტილის“ ფოთის ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით გაიხსნა.

საწარმო დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და Nike Ema-ს რეგიონალური დირექტორი კანერ სოიტასი.

„აჭარა ტექსტილის“  ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს,  როგორებიცაა New Balance და Under Armour. 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%