ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დეზინსექცია დერატიზაციის პროგრამაში ცვლილებები შევიდა. მომართვიანობის შემთხვევაში განხორციელდება:
ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით დამუშავება, შენობა - ნაგებობებისა და სათავსოების გარშემო.
ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით დამუშავება, შენობა-ნაგებობებსა და მათ სარდაფებში, სხვენებსა და საწყობებში.
ქვეწარმავლების დაჭერა, ტრანსპორტირება და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაშვება.
პროგრამის ფარგლებში ასევე გრძელდება:
მრავალსართულიანი სახლების, სადარბაზოების, ქალაქის ტერიტორიის ერთი და ორსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, იტალიური ეზოებისა და სარდაფების დეზინსექცია მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
ნაგავშემკრები კონტეინერების დეზინსექცია და ქალაქის ტერიტორიის დერატიზაცია მთელი წლის განმავლობაში.