არ ვფიქრობ, რომ თუ პრეზიდენტის ინსტიტუტი იმ შენობასთან არ იქნება გაიგივებული, ეს სახელმწიფო ინსტიტუტის თემას შეურაცხყოფს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევა “ქართული ოცნების” საფირმო ნიშანია, მეტისმეტად უსამართლო და არასწორი შეფასებაა.
„არ ვფიქრობ, რომ თუ პრეზიდენტის ინსტიტუტი იმ შენობასთან არ იქნება გაიგივებული, ეს სახელმწიფო ინსტიტუტის თემას შეურაცხყოფს. თუ პრეზიდენტი ამ კატეგორიებით მსჯელობს, მაშინ გასაგებია, მაგრამ ჩვენი მხრიდან ინსტიტუტებისადმი უპატივცემულობა არც ერთ ეტაპზე არ გამოკვეთილა.
საპრეზიდენტო საარჩევნო წელია და არ გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილის მხრიდან ყველა განცხადება, ყველა ნაბიჯი და ყველა ქმედება განხილული საარჩევნო ჭრილში იყოს“, – აღნიშნა ბესელიამ.