ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა.
დაშავებული ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, დაშავებულს ჭრილობა ზურგისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.