თარიღი    დრო

როსტომაშვილის ჩვენება დადასტურებულია შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების ჩვენებებით და ვიდეოჩანაწერებითაც - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 13:04 02.19.2018 641

გამოძიებით დადგენილი გარემოებები სრულ თანხვედრაში მოდის დაზარალებულ დავით როსტომაშვილის ჩვენებასთან, ასევე სრულ თანხვერდაშია ყველა სხვა მოწმის ჩვენება, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ დავით როსტომაშვილის საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.

მისი თქმით, როსტომაშვილის ჩვენება დადასტურებულია ასევე შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების ჩვენებით და ვიდეოჩანაწერებით. 

,,ვიდეოჩანაწერები პირდაპირ ადასტურებენ ბრალდებულთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და ასევე დავით როსტომაშვილის მიმართ განხორციელელებულ ყაჩაღურ ფაქტს. ვიდეოში ჩანს ერთ ერთი პირი როგორ უახლოვდება დავით როსტომაშვილს და ე.წ. ბიტით როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამავე ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს მეორე პირი, რომელიც დაზარალებულ დავით როსტომაშვილს უახლოვდება და მას იმ ნივთს სტაცებს რომელიც ეკეთა. ასევე ჩანს ის ავტომობილიც, რომელსაც აგაჯანოვი მართავდა. ის შემთხვევიდან რამდენიმე მეტრში ელოდებოდა თავდმასხმელ პირებს, რომ შემთხვევის ადგილიდან გაეყვანათ. ოდოროლოგიური დასკვნით იკვეთება, რომ ბრალდებული ქუთელიას სუნის ნიმუში, რომელიც მისგან იქნა აღებული, შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა“ - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ დავით როსტომაშვილის საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.

ცნობისათვის, ბექა კირვალიძეს წარდენილი აქვს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტები, 238-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 379-ე მუხლის პირველი ნაწილით. ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე. არტემ აგაჯანოვს წარდგენილი აქვს 25-179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი , ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე. ზურაბ ქუთელიას წარდგენილი აქვა 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.9%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.8%