თარიღი    დრო

„rooms hotel tbilisi”-ში მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის დღის წესრიგში გარემოსა და ჯანმრთელობას შორის ურთიერთკავშირის შესახებ იმსჯელეს

საქართველო, თბილისი - 13:00 02.19.2018 722

სასტუმრო „rooms hotel tbilisi”-ში მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის დღის წესრიგში გარემოსა და ჯანმრთელობას შორის ურთიერთკავშირის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა მიმართა.

შეხვედრის მიზანია, გარემოსა და ჯანმრთელობას შორის არსებული კავშირების შესახებ ცნობიერების  ამაღლება,  მონაწილეებს შორის, რომლებიც სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ, სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეწყობა. სემინარი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გარემოსა და ჯანმრთელობის საკითხების ინტეგრირებაში, შესაბამის პროგრამებში  და  მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში ეროვნულ დონეზე.

მხარეებმა  გარემოსა და ჯანმრთელობის შესახებ ქ. ოსტრავაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) გამართული ევროპის მეექვსე მინისტერიალისა და გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის  მესამე სესიის (UNEA-3) შედეგებზეც იმსჯელეს.  ასევე,  გარემოსა და ჯანმრთელობის მიმართულებით ეროვნულ დონეზე არსებული პოლიტიკური, ინსტიტუციური,  სამართლებრივი საფუძვლები,  განხორციელებული და დაგეგმილი ქმედებები განიხილეს.

შეხვედრას, რომელიც   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) და  არასამთავრობო ორგანიზაცია - ქალები საერთო მომავლისთვის (Women Engage for Common Future (WECF)) ორგანიზებით გაიმართა, გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის  (UNEP), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  (WHO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), მსოფლიო ბანკის (WB), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს გეგმა განვითარების ხელშეწყობისთვის (UNDAF), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF), საქართველოს მწვანეთა მოძრაობის, მწვანე ალტერნატივა, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (NACRES), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ეკოხედვა/Ecovision-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%