თარიღი    დრო

მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებისას არ უნდა წამოეგონ ცრუ დაპირებებს შუამავლებისგან - მიხეილ ჯანელიძე

საქართველო, თბილისი - 12:52 02.19.2018 394

გვინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ მოქალაქეები, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებისას არ წამოეგონ ცრუ ინფორმაციას და დაპირებებს შუამავლებისგან​, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში თავშესაფარს არამიზნობრივად ითხოვენ.

„თავშესაფრის მოთხოვნა და თავშესაფრით დაკმაყოფილება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ადამიანი დევნილია პოლიტიკური წნეხის გამო, პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის გამო და ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. თუ შვედეთის მონაცემებს ავიღებთ, საქართველოს შემთხვევაში, ასეთი შემთხვევების დაკმაყოფილება საერთოდ არ მოხდა, რადგან საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, რომელიც პოლიტიკურ თავისუფლებებს უზრუნველყოფს და ასევე ადამიანის უფლებები ბევრად უკეთ არის დაცული, ვიდრე წლების წინ იყო. საქართველო ევროკავშირის ბევრმა წევრმა ქვეყანამ ადამიანის უფლებების კუთხით უსაფრთხო ქვეყნად უკვე აღიარა და შესაბამისად, ეს მოთხოვნა ხშირ შემთხვევაში არალეგიტიმურია და არ კმაყოფილდება. ეს მოქალაქეებისთვის ლატარია, რისკი და საფრთხეა. ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ისინი, არ წამოეგონ ამ ცრუ ინფორმაციას და დაპირებებს შუამავლებისგან, თუ სხვა ნაცნობებისგან და კარგად გაიაზრონ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მათი ვიზიტი რას ემსახურება”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციით 220 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რაც დიდი წარმატებაა და შესაძლებლობაა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%