თურქეთის Fırat ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრებმა თევზი-რობოტის 7 პროტოტიპი შექმნეს, რომელთაც წყალქვეშ დაკვირვებების წარმოება შეუძლიათ.
თევზი რობოტი 3D-ტექნოლოგიების დახმარებით შეიქმნა და მას ტუნას ფორმა აქვს. როგორც მეცნიერებათა დოქტორი ოზმენ კოკი განმარტავს, სპეციალური გადამცემების მეშვეობით თევზ-რობოტს მის გარშემო არსებული ვითარების გადმოცემა დეტალურად შეუძლია.
მსგავსი „თევზი“ შესაძლოა გამოყენებული იყოს წყალქვეშა თვალთვალისთვის, სადაზვერვო და სამხედრო მიზნებისთვის.
სამომავლოდ თურქეთი თევზი-რობოტების ახალი პროტოტიპების შექმნას და ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას გეგმავს.