თარიღი    დრო

თბილისში, ჭავჭავაძეზე მდებარე საერთო საცხოვრებელში ძლიერი დაკვამლიანებაა

საქართველო, თბილისი - 00:32 02.14.2018 294

თბილისში, ჭავჭავაძის #37-ში მდებარე საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, საერთო საცხოვრებლის შენობა ხის კონსტრუქცისგანაა აშენებული და ამიტომ ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე 6 სახანძრო და 1 სამაშველო ბრიგადა მუშაობს. 

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა, შენობაში ძლიერი დაკვამლიანებაა.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.8%