ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ეკლესის წევრები, არ ვებრძვით ეკლესიას, ჩვენ ვებრძვით სასულიერო სემინარია-აკადემიაში არსებულ უწესრიგობას, პროტოპრესვიტერის ტირანიას, ძალადობას, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულმა ლადო წითლიძემ განაცხადა.
სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულის თქმით, "ვიღაცას საპატრიარქოში პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე სჭირდება და მაგიტომ არ ჰკიდებენ ხელს".
„როდესაც 2012 წელს ჩვენი წარმომადგენლები ქალბატონ შორენასთან შევიდნენ, ჩვენ გვქონდა რამდენიმე მცდელობა პატრიარქთან შეხვედრის, მაგრამ ყოველთვის ურთიერთობა ქალბატონ შორენასთან გვიწევდა, რამდენიმე დღის შემდეგ მოხერხდა. როდესაც შორენას ჩანაწერი ვუჩვენეთ, მან აღნიშნა, რომ ზვიადაძე ჩვენს ყველა დავალებას კარგად ასრულებს. მიგვანიშნა, რომ ეს ადამიანი მათთვის საჭიროა. ვიღაცას საპატრიარქოს ეს ადამიანი სჭირდება და მაგიტომ არ ჰკიდებს ხელს", - განაცხადა წითლიძემ.
ცნობისთვის, სასულიერო სემინარიის ყოფილმა სტუდენტებმა საქართველოს მართლამადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს ღია წერილით მიმართეს, სადაც წერენ, რომ სასულიერო სემინარიაში სტუდენტებს სცემენ, მონურ ფსიქიკას უვითარებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.