მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ მათ ბრალდების მხარე ნივთმკიცებულებას არ აძლევს, სიცრუეს უწოდებს.
"ბრალდების მხარე არცერთ მტკიცებულებას დაცვის მხარისთვის მიუწვდომელს არ ხდის. ის რომ ბრალდების მხარე ხელოვნურად აჭიანურებს დაცვის მხარისთვის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულების გადაცემას, სიცრუეა. ეს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ნივთმტკიცებულებები ამ წუთას ექსპერტიზაზეა, შესაბამისად ბრალდების მხარეს მტკიცებულებები ხელთ არ გააჩნია", - აცხადებს ზვიად ფხაკაძე.
მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები არ ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
"დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექპსერტიზის დასკვნაზე ცალსახად ვაცხადებ, ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები არ ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ბრალდების მხარეს ერთი მოლოდინი აქვს, რომ მოცემულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი",- აცხადებს ზვიად ფხაკაძე.
ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა. რომ დაცვის მხარემ დანიშნა ძალიან ბევრი კომპლექსური ექსპერტიზა.
,,ამისათის კი ის ნივთმტკიცებები გვჭირდება, რომელიც ბრალდების მხარესთან ინახება, თუმცა ბრალდების მხარე გვეუბნება რომ ნივთმტკიცებები ექსპერტებთან ინახება. თუ ბრალდების მხარემ აღნიშნუილ ნივთმტკიცებები არ გადმოგვცა, ექსპერტიზებს ვერ ჩავატარებთ“ - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.