აშშ-ის ავიაციამ 7 თებერვალს სირიაში, ჰიმაშის ტერიტორიაზე განლაგებულ პროსახელისუფლებო ძალებზე რამდენიმე საარტილერიო იერიში მიიტანა. ტელეკომპანია CBS-ს პენტაგონში მომუშავე წყარომ უთხრა, რომ დაღუპულებს შორის რუსი დაქირავებულებიც არიან.
იმის შესახებ რომ დაღუპულებს შორის არიან რუსებიც, ცნობა ირანულმა სააგენტო Fars-მაც გაავრცელა, თუმცა გამოცემამ მათ რუსი სამხედრო მრჩეველები უწოდა.
BBC-ის რუსული გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს, რუსი სამხედროების დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა, რომ ამ საკითხზე თავდაცვის უწყებამ უნდა ისაუბროს. რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უწყებამ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.