თარიღი    დრო

ერევნის მერიაში მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციონერ დეპუტატს სცემეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:32 02.13.2018 236

ხმაური იყო ერევნის მერიაში -  სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციონერ დეპუტატს, მარინა ხაჩატრიანს სცემეს.

სომხური მედიის ცნობით, დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციური ფრაქციის “ერკირ ცირანის” წევრებმა შუშის ქილებით წყალი მიიტანეს, როგორც აღმოჩნდა ეს იყო სასმელი წყალი ერევნის ადმინისტრაციული რაიონიდან, ნუბარაშენიდან.

ფრაქციას რაიონში არსეებული წყლისა და კანალიზაციის პრობლემებზე საუბარი სურდა. 

როცა მარინა ხაჩატრიანმა სინჯი მერს მიაწოდა,უსაფრთხოების სამსახურმა მისი შეჩერება სცადა,ამავდროულად, მმართველი პარტიის წევრებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჩხუბის გამო მერიაში დღევანდელი სხდომა შეწყდა. მოგვიანებით კი, ადგილზე მისულმა პოლიციამ სხდომათა დარბაზი ჟურნალისტებს დაატოვებინა. 






konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.5%
შემცირდა 13.4%
არ შეცვლილა 3.2%