თარიღი    დრო

საქართველო - გერმანიის საკალათბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება

საქართველო, თბილისი - 18:46 02.12.2018 1423

25 თებერვალს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გერმანიასთან მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ-გაყიდვა 13 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება.  

ჩვენი ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პირველად მონაწილეობს. შესაბამისად, ამ დონის შეჯიბრების მასპინძლობაც საქართველოს პირველად მოუწევს.

ქართველ გულშემატკივარს საშუალება ეძლევა, მრავალი წლის შემდეგ კალათბურთელთა ეროვნული გუნდის მატჩებს თებერვლში, ივნისში, ივლისსა და ნოემბერში დაესწროს  და უქომაგოს ახალი ფორმაციის საქართველოს ნაკრებს. მატჩზე დასასწრები ბილეთების ღირებულება იქნება 5, 10, 15, 20, 25 ლარი და მათ რეალიზებას ინტერნეტით განახორციელებს კალათბურთის ფედერაციის პარტნიორი  - tkt.ge .

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფში საქართველოსა და გერმანიასთან ერთად ავსტრია და სერბეთი არიან. ბერძენი სპეციალისტის, ილიას ზუროსის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე საკვალიფიკაციოში 2 წაგება აქვს, რომლებიც გასული წლის 24 ნოემბერს გერმანიაში (70:79) და 27 ნოემბერს სერბეთში (87:105) განიცადა.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 23 თებერვალს ავსტრიაში, გამართავს, ხოლო 25 თებერვალს, 19:00 საათზე გერმანიის ეროვნულ გუნდს თბილისში უმასპინძლებს და ამ მატჩზე დასასწრები ბილეთების ინტერნეტით შეძენა დღეს, 15:00 საათიდან, tkt.ge-ის საშუალებით შეგეძლებათ. ხოლო იმ ბილეთების რეალიზაცია, რომელიც ინტერნეტ-გაყიდვების შედეგად დარჩება, 23 თებერვლიდან,  სპორტის სასახლისა და tkt.ge-ს სალაროებში განხორციელდება.

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%