თარიღი    დრო

ბობოყვათის ცენტრალურ გზაზე პოლიციის ეკიპაჟი ავტოავარიაში მოჰყვა

საქართველო, თბილისი - 15:35 02.12.2018 518

ბობოყვათის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავარიის დროს ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მათგან ერთი პოლიციის საკუთრებაა. 

როგორც აჭარის ტელევიზია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, პოლიციის თანამშრომლები წინ მიმავალი ავტომანქანის გადასწრებას ცდილობდნენ,  ამ დროს კი მათი მანქანა წინ შემხვედრ ავტომობილს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე  გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: ajaratv.ge




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%