თარიღი    დრო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები ნაურუში უვიზოდ იმოგზაურებენ

საქართველო, თბილისი - 11:38 02.06.2018 3143

ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ნაურუს შორის სავიზო მიმოსვლა გაუქმდა. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა და ნაურუს პრეზიდენტმა ბარონ დივავესი ვაქასთან სავიზო მიმოსვლის გაუქმებას მოაწერა ხელი.

"შეთანხმების თანახმად, ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ ვიზის გარეშე მიმოსვლას და ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში ყოფნას", - განაცხადეს სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო სამინისტროში. 

გარდა ამისა, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ნაურუს შორის გაფორმდა რეფერენდუმი, რომლის თანახმადაც ნაურუს მხარემ, გაეროში სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მთავრობის ინტერესების დაცვა იკისრა და ასევე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელშიც ნაურუა გაერთიანებული, ცხინვალის ინტერესების დაცვას შეჰპირდა. 

2009 წლის 15-16 დეკემბერს ნაურუს რესპუბლიკა გახდა მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა, რომელმაც აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობა, რუსეთის, ნიკარაგუას და ვენესუელას შემდეგ.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%