თარიღი    დრო

რა შემთხვევაში შეცვლის „ოცნების“ ხელისუფლება „მფატრავ“ ნარკოპოლიტიკას?

საქართველო, თბილისი - 14:26 01.29.2018 2704

მოსამართლემ, რომლის სახელსა და გვარს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ადამიანს, ვის ვინაობასაც მხოლოდ სოციალური სტატუსი ანიჭებს მნიშვნელობას.

ადამიანს უსასტიკესი სასჯელი დაუდგინეს  მხოლოდ და მხოლოდ 45 აბი „სუბოტექსის“ პირადი მოხმარების გამო.

აქ „მხოლოდ და მხოლოდ“ ეხება არა ნარკოტიკების ოდენობას (სინამდვილეში ძალიან დიდი რაოდენობაა - თეორიულად, ასეულობით ადამიანის სამყოფი) არამედ სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს: ადამიანს 8 წლით ტანჯვა-წამება „მხოლოდ და მხოლოდ“ პირადი მოხმარებისთვის გადაუწყვიტეს! არა „რეალიზაციისთვის“, არა „გავრცელებისთვის“, არამედ „პირადი მოხმარებისთვის“. მაშასადამე, ვერც გამოძიებამ და ვერც სასამართლომ სხვა ვერ დაადგინა და ვერ დაამტკიცა.

ასეთ შემთხვევაში ადამიანური ლოგიკა სამართლებრივ ლოგიკას ემთხვევა: რაკი ვერ დაუმტკიცე, რომ ადამიანს ეს ოდენობა „ბარიგობისთვის“ სჭირდებოდა, ანუ მატერიალურ სარგებელს ელოდა, მაშასადამე 8 წლით ციხე (ესე იგი ცხოვრების დანგრევა)  მიესაჯა მხოლოდ (!) იმიტომ, რომ ნარკოტიკი, სასამართლოს აღიარებითვე, ჰქონდა  პირადი მოხმარებისთვის.

როგორც არ უნდა „ვიტრიალოთ“ სამართლებრივ და ადამიანურ ლოგიკას შორის, მაინც გამოდის, რომ ადამიანს კანონმა (!) ცხოვრება დაუნგრია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ......ის არის ნარკომანი! არა გავრცელებისთვის, არა „ბარიგობისთვის“, არა ნებისმიერი სხვა ფორმით რეალიზებისთვის, არამედ მოხმარებისთვის. ანუ „მხოლოდ და მხოლოდ“ ნარკომანობისთვის.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ კონკრეტულმა მოსამართლემ (სახელს და გვარს, ისევ და ისევ, მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მის ადგილას ნებისმიერი სხვა შეიძლებოდა ყოფილიყო) ორმაგად სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო: ჯერ ერთი იმიტომ, რომ სრული კონფორმიზმი გამოავლინა რეჟიმის მიმართ; კანონმდებლობა კი რეჟიმის განუყოფელი ნაწილია ყველგან და ყოველთვის. და მეორეც: „ელიტარის“ ნაცვლად განსასჯელის სკამზე ვინმე „უბრალო ადამიანი“ ყოფილიყო, იგივე მოსამართლე ამ ოდენობით „პირადი მოხმარების მიზნით შეძენა შენახვისთვის“ არა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მინიმუმს (8 წელს), არამედ 15-20 წელს მიუსჯიდა. უსჯიდნენ კიდეც. ოღონდ სხვებს - „უპატრონოებს“, ვისაც ტელევიზიებზე და გავლენიან სოციალურ ჯგუფებზე ხელი არ მიუწვდებოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა ესეც  არ არის ყველაზე მთავარი მთელს ამ სამარცხვინო და საზარელ ისტორიაში, რომელიც ძალაუნებურად გაგონებს ორუელის სიუარეალიზმს - როდესაც „უფროსი ძმის“ ჯალათები ადამიანთა პირად ცხოვრებას უთვალთვალებენ, შემდეგ აპატიმრებენ, აწამებენ და შემაძრწუნებლად გაუგებარია, რა დააშავეს ამ ადამიანებმა ისეთი, ცხოვრების საუკეთესო წლები ტანჯვა-წამებაში გაატარონ?

თავისთავად თვით ასეთი მიდგომა, რომ ადამიანი შეიძლება ესოდენ უსასტიკესად გაიწიროს ნარკოტიკების მხოლოდ მოხმარებისთვის (სასამართლომ სხვა არ დაადგინა. მორჩა, წერტილი!) უკვე იმდენად ანგრევს საზოგადოებრივ წარმოდგენებს მორალზეც, სამართლიანობაზეც და სამართლებრივობაზეც, რომ ნარკომანიაზე უარესი შედეგი მოაქვს. იმიტომ, რომ კაცობრიობამ, ცოდვა-ბრალიან ათასწლეულებში გამოატარა და საბოლოოდ გამოიმუშავა „უდანაშაულობის პრეზუმფციის“ უზენაესი პრინციპი. საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიდგომა კი  ეფუძნება აბსოლუტურად ველურ, „ოხლოკრატიულ“ გაგებას „....აბა ამდენი წამალი რად უნდოდა?......რა თქმა უნდა იმისთვის ექნებოდა, სხვისთვის გადაეცა..... გაევრცელებინა.....ან კიდევ უარესი, გაეყიდა....“

ეს დანაშაულებრივი მიდგომა რად უნდა ამას დამტკიცება, - ცხადია რეალიზაციისთვის ექნებოდა არის კაციჭამია, არაადამიანური, არაცივილიზებული ნორმა, რომელიც წითელ ხაზად გასდევს საქართველოში დღეს მოქმედ „ანტინარკოტიკულ კანონმდებლობას“. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი, ჰუმანისტური და სწორედაც „ცივილიზებულია“ ის მასობრივი პროტესტი, რაც კონკრეტულ არაადამიანურ განაჩენს და სხვა ამგვარ უამრავ განაჩენს მოჰყვა.

მით უმეტეს, როდესაც არსებობს „ჩადების“ პრაქტიკა; მაგრამ პრობლემა მხოლოდ ამ მახინჯი „პრაქტიკით“ არ ამოიწურება. ეს პრაქტიკაც ხომ პირდაპირ გამომდინარეობს მოქმედი მახინჯი კანონმდებლობიდან?! მაგალითად, ნორმა, რომ მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებაა საკმარისი და რომ მათ ჩანაწერიც არ მოეთხოვებათ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მთავარი პრობლემა სწორედაც ის „მფატრავი კანონმდებლობაა“, რაც ქვეყანაში მოქმედებს. შესაბამისად, მიმდინარე პროტესტი უდავოდ კეთილშობილია, მაგრამ.....არის აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი „მაგრამ“, რომელიც საპროტესტო მოძრაობის ლიდერებს ან გულწრფელად არ ესმით, ან ჯიუტად არ სურთ გაითვალისწინონ.

საქმე ის გახლავთ, რომ თუ „მფატრავი ნარკოპოლიტიკის“ წინააღმდეგ აგორებული მოძრაობის ლიდერებს, სულისჩამდგმელებს, აქტივისტებს, „სფოუქსპერსონებს“ და გულშემატკივრებს სურთ რეალური შედეგის მიღწევა, ესე იგი პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის „გატანა“, რაც ამ მართლა  საშინელებას დაასრულებს და შეცვლის ცივილიზებული ევროპული მიდგომით (უკიდურეს შემთხვევაში ზომიერი სასჯელებით),   მაშინ ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ პოლიტიკის მრისხანე კანონები! 

ეს საკითხი მხოლოდ ჰუმანიტარული თემა როდია: პოლიტიკაა და თან ძალიან დიდი პოლიტიკაც. პოლიტიკისთვისებრივი გულანიკი  პასუხისმგებელი სუბიექტის განსაზღვრაა!

ხელისუფლება, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, ამით იკისრებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შედეგებზე. ხოლო შედეგი რომ იქნება (როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური) ეჭვი არავის შეეპაროს.

მაშასადამე, უპირველესი საკითხი, რომელიც „მფატრავი კანონის“ წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის ლიდერებმა უნდა დასვან, მათთვის ძალიან არაკომფორტულია და ასე ჟღერს: „ამგვარი  საზარელი, არაადამიანური, „მფატრავი“, უსასტიკესი, „ორუელური“ კანონმდებლობა ხომ ყოველთვის არ მოქმედებდა საქართველოში? მაგალითად ასეთი (!) კანონი არ მოქმედებდა შევარდნაძის „ვაიმარის რესპუბლიკის“ დროს და სწორედ ამიტომ ავითარებდნენ მომავალი რევოლუციონერები ჭკვიანურ  ნარატივს: „....რა უბედურებაა, რა საშინელებაა.....შპრიცები სადარბაზოებში ყრია......შპრიცები ბაღებში ყრია......“.

დავაკვირდეთ საინტერესო ნიუანსს: ხელისუფლების შეცვლისთანავე ეს ნარატივი ხშირად ჟღერდა არგუმენტად მათი მხრიდან „.....გახსოვთ სადარბაზოებში შპრიცები რომ ეყარააააააა???!“. ახლა აღარ ჟღერს; იმიტომ, რომ საზოგადოებრივი განწყობა (შესაბამისად სოციო-ფსიქოლოგიური დომინანტი) შეიცვალა და ისინი ამ ცვლილებას „მგლის გუმანით“ ხვდებიან. ამიტომაც აღარ ამბობენ.

დავაკვირდეთ: ყველაფერს „აკომენტარებენ“ რაც საქართველოში ხდება, ამ უმწვავესი საზოგადოებრივი თემის გარდა! ამაზე „რატომღაც“ ისე არიან გატრუნულნი გუგულებივით, თითქოს 2005 წლის „მფატრავ კანონმდებლობასთან“  შეხება საერთოდ არ ჰქონიათ.

მაგრამ „ანტიმფატრავი“ მოძრაობა, თუ მართლა სურს შედეგის მიღწევა, ვერანაირად ვერ დაუძვრება (თუმცა კი ძალიან ცდილობს) იმ ნარატივს, რომ  „საშინელ კანონმდებლობას“ ჰყავს კონკრეტული სახელი და გვარი (ან სახელები და გვარები) და აქვს კონკრეტული თარიღიც, ანუ დროითი პერიოდი, როდესაც სწორედ ნაგულისხმევ სახელთა და გვართა (მათ შორის „უკრაინელ“ ექს-პროკურორ დავით საყვარელიძის და არა მხოლოდ) ინიციატივით, 2005 წელს, სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა უსასტიკესად გამამკაცრებელი ცვლილებები, რომლებმაც შესაძლებლად აქცია არა მხოლოდ „აბა სხვა რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა“ ველური მიდგომა, არამედ  ნარკომანობისთვის ადამიანთა  ციხეში 8-15-20 წლით გაშვების მართლა ფაშისტური პრაქტიკა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პოლიტიკაში „ნარატივი“ და „პასუხისმგებელი სუბიექტი“ არათუ მნიშვნელოვანი, არამედ გადამწყვეტია: სანამ „ოცნების ხელისუფლებას“ ექნება იმის შიში, რომ თუ იგი ამ კანონმდებლობას შეცვლის, მაშინ გარდაუვალ შედეგზე მას დაეკისრება პასუხისმგებლობა და „იგივენი“ მომავალში აუცილებლად წამოაძახებენ „აი ხედავთ? - ბაღებში შპრიცები ისევ გამოჩნდააააა....“ იგი  სისტემურად ამ კანონმდებლობაში არაფერსაც არ შეცვლის და პოლიტიკური ტექნოლოგიის თვალსაზრისით იქნება აბსოლუტურად მართალი!

კი მიგაჩნიათ „გოიმებად“ და „სოფლელებად“, მაგრამ არც ასეთი იდიოტები არიან ამგვარი შეცდომა დაუშვან, - სხვისი მიღებული კანონი შეცვალონ, პასუხისმგებლობა იკისრონ, ხოლო ის კატეგორია, ვინც   კანონის შეცვლას აიძულებს, „რამე რომ იყოს“ ტრიუმფით დახვდება იმათ, ვინც ეს კანონი მიიღო, როგორც „დიდ რეფორმატორებს“ და უკვე აღარავის ეხსომება, როგორ და რით შეიქმნა პრობლემა.

არადა, პრობლემა სწორედ იმით (მაშინ) შეიქმნა, როდესაც „რევოლუციურმა ხელისუფლებამ“, როგორც უკლებლივ ყველა რევოლუციურ ხელისუფლებას სჩვევია, დაიწყო რთული პრობლემების იოლი ძალადობით გადაჭრა! მათ შორის მიიღო „მფატრავი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა“, რისი მსხვერპლიც საქართველოში ათასობით ადამიანი გახდა.

ამიტომ, სწორი და მიზანშეწონილი ნარატივი (თუ გსურთ შედეგის მიღწევა) იქნება არა ეს გაიძვერობა რომ „წინა ხელისუფლება(ც) და ახალი ხელისუფლება(ც)“ ან „ისინი(ც) და „ესენი(ც)“ -  ნურას უკაცრავად, „ოცნების ვაიმარის რესპუბლიკა“ ამგვარ „მფატრავ კანონს“ ვერ მიიღებდა, - უბრალოდ სახელმწიფოებრივი ნება არ ეყოფოდა საამისოდ.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე სანამ „ანტიმფატრავი მოძრაობის“ ნარატივი არ გახდება. .....„თავის დროზე ამ კანონმდებლობის მიღება იყო დანაშაული დაოცნებავალდებულია იგი შეცვალოს, თუ არ სურს გახდეს ამ დანაშაულის გვიანდელი თანამონაწილე“.......... დღევანდელი ხელისუფლება არაფერსაც არ შეცვლის თვისებრივად და, საკუთარი, ეგოისტური,  გრძელვადიანი პოლიტიკური  ინტერესებიდან გამომდინარე, იქნება სრულიად მართალი!!!

არადა, ასეთი ნარატივი არც მიტინგებზე, არც „თოლქ-შოუებში“ არ ისმის. ისმის „ც“ - „ც“. და ამიტომ, სანამ კონკრეტული პასუხისმგებელი სუბიექტი არ დაფიქსირდება და მომავალი პოლიტიკური „ფასი“ არ განისაზღვრება, შედეგი იქნება ნული. ანუ კიდევ ბევრი წავა ციხეში იმ არაადამიანური, „რევოლუციური“ კანონმდებლობით, რომელიც დღევანდელ „ვაიმარის რესპუბლიკას“ არ მიუღია;

მანამ,  სანამ ეს მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად   არ ითქმება, სანამ იმგვარი  ნარატივი არ დამკვიდრდება, რომ „ოცნებას ეს „მფატრავი კანონი“ არ მიუღია და მას არ ჩაუდენია ამით დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ“,  მანამდე არ შეცვლიან კანონს არავითარ შემთხვევაში, რამდენჯერაც არ უნდა დაარტყათ წრე პარლამენტს.

 

ნიკა იმნაიშვილი  ,,ჯი-ეიჩ-ენი“




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%