თარიღი    დრო

შრომის ინსპექციას არ აქვს აღსრულების მექანიზმები, რეკომენდაციებს კი დამსაქმებლები ყურად არ იღებენ - ვიტალი გიორგაძე

საქართველო, თბილისი - 13:52 01.22.2018 542

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, შრომის ინსპექტორები იმყოფებოდნენ, მათ რეკომენდაციითაც მიმართეს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს, თუმცა კომპანიას შესაბამისი ზომები მაინც არ მიუღია.  

როგორც გიორგაძემ „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას აღნიშნა, შრომის ინსპექციას არ აქვს არც სანქციები და არც აღსრულების მექანიზმები, ამიტომაც დამსაქმებლები ყურად არ იღებენ რეკომენდაციებს.

„დამსაქმებლები არაფრად აგდებენ პროფკავშირების რეკომენდაციებს, შედეგად ლუკმა-პურის საშოვნელად გასული ადამიანები ყოველდღიურად იხოცებიან.როგორც ვიცი,  დღეს აფეთქება გვირაბების შეერთების დროს, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო მოხდა. აფეთქებამდე, რამდენიმე დღით ადრე, ადგილზე იმყოფებოდნენ შრომის ინსპექტორები. როგორც ჩვენი, ისე სამინისტროს მხრიდან, ცალსახად დაწერილია დასკვნა, რომ დარღვეულია უსაფრთხოების პირობები, ასევე, გაგზავნილია რეკომენდაციები, მაგრამ არავინაა მომკითხავი, ასრულებს თუ არ კომპანია ამ რეკომენდაციებს, რადგან შრომის ინსპექცია არ არის სავალდებულო და მის არშესრულებას არ მოჰყვება არანაირი სანქციები. დამსაქმებლები ამას არაფრად აგდებენ და ასე იქნება მანამ, სანამ არ იქნება რეალური შრომის ინსპექცია, სანამ ამ ადამიანებს მინიმალური ხელფასის ფასად, სიცოცხლის გაწირვა არ მოუწევთ“, - განაცხადა ვიტალი გიორგაძემ.

შეგახსენებთ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა, შედეგად დაშავდა სამი მუშა. 

ამ თემაზე: ხარაგაულში, გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქებისას დაშავებული მუშა თბილისში გადმოჰყავთ - ვიტალი გიორგაძე

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.5%
შემცირდა 13.4%
არ შეცვლილა 3.2%