თარიღი    დრო

ხარაგაულში, გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქებისას დაშავებული მუშა თბილისში გადმოჰყავთ - ვიტალი გიორგაძე

საქართველო, თბილისი - 13:19 01.22.2018 1039

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი მუშა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თბილისში გადმოჰყავთ. 

როგორც რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, დაშვებული მდგომარეობის სიმძიმის გამო ხაშურის საავადმყოფომ არ მიიღო, ხოლო ორი მუშა ხაშურის საავადმყოფოში რჩება. 

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დაშავებული მუშა თბილისში თავად კომპანიის, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს წარმომადგენლებს გადმოჰყავთ. აფეთქება გვირაბების შეერთების დროს, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო მოხდა. ჩვენ სამი დღის განმავლობაში უამრავი საპროტესტო აქცია გავმართეთ, თუმცა უშედეგოდ", - განაცხადა ვიტალი გიორგაძემ. 

 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%