თარიღი    დრო

ქაბულის სასტუმროზე თავდასხმის შედეგად უკრაინელი პილოტებიც დაიღუპნენ

საქართველო, თბილისი - 12:55 01.22.2018 163

ქაბულის სასტუმროზე თავდასხმის შედეგად უკრაინის შვიდი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ მედიას უკრაინის ელჩმა ავღანეთსა და ტაჯიკეთში ვიქტორ ნიკიტიუკმა განუცხადა. 

მისი თქმით, უკრაინელების დაღუპვის ფაქტი დასტურდება, თუმა აღნიშნა, რომ მედიაში მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება აუცილებელია. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორისაა ავიაკომპანია ,,უკრაინსკიე კრილიას“ 2 პოლოტიც.

Intercontinental Hotel-ს შეიარაღებული მებრძოლები თავს დაესხნენ. 18 საათის განმავლობაში ისმოდა სროლებისა და აფეთქებების ხმა.

მედიის ცნობით, დაიღუპა 43 ადამიანი. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო 18 ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს. 
მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

Intercontinental Hotel-ი ტერორისტების სამიზნე პირველად არ გამხდარა. 2011 წლის ივნისში ცხრა მებრძოლი სასტუმროს შენობაში შეიჭრა, დაიღუპა 12 ადამიანი.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.6%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3.1%