თარიღი    დრო

არ გამოვრიცხავთ, ნდობის ჯგუფი პანკისის სპეცოპერციასთან დაკავშირებითაც შეიკრიბოს - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 17:49 01.12.2018 1412

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ნდობის ჯგუფის შეხვედრა სხვა საკითხებთან, მათ შორის, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაიმართოს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი საქართველოს პარლამენტმა აქტიურად უნდა გამოიყენოს.
"ნდობის ჯგუფის შეხვედრა უკვე შედგა, როცა საქმე ეხებოდა სპეცოპერაციას თბილისში და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, რომ ანალოგიურად შეიკრიბოს ნდობის ჯგუფი სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის პანკისში სპეცოპერციასთან დაკავშირებით. ეს არის ნდობის ჯგუფის ფუნქცია და ბუნებრივია, ეს მექანიზმი უნდა იყოს აქტიურად გამოყენებული საქართველოს პარლამენტში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ მიმართულებით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს რესურსების განვითარება სჭირდება და ამ კუთხით, პარლამენტი აქტიურად მუშაობს.
„ჩვენ არაერთხელ თავად გვითქვამს, რომ ამ მიმართულებით პარლამენტის რესურსები არის ტრადიციულად საკმაოდ სუსტი, იყო დღემდე ძალიან სუსტი და გვჭირდება ჩვენი რესურსების განვითარება იმისათვის, რომ უკეთ განვახორციელოთ ჩვენი საზედამხედველო ფუნქციები. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა, რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ სამი წლის თავზე, როდესაც ამ მოწვევის პარლამენტი დაასრულებს მუშაობას, შედეგად მივიღებთ თვისებრივად განსხვავებულ ინსტიტუციას პარლამენტის სახით, რომელსაც ექნება ბევრად უფრო განვითარებული რესურსები, განსაკუთრებით, ზედამხედველობის სფეროში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%