თარიღი    დრო

ყოფილი ცოლის და სიმამრის ცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 15:49 01.12.2018 350

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ყოფილი ცოლის და სიმამრის ცემაში ბრალდებულს გრიგოლ ბაკურაძეს საპატიმრო გირაო 3000 ლარის ოდენობით პატიმრობით შეუცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ 2018 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე ქუთაისში, ალ.ხახანაშვილის ქ. N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოფილ მეუღლეს - მ.გ.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მათი არასრულწლოვანი შვილის და დაზარალებულის არასრულწლოვანი დის თანდასწრებით. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში და სცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მანვე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის მამას - დ.გ.-ს, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში. სამართალდამცავებმა გ.ბ. 2018 წლის 3 იანვარს ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126' მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვე პუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა). სისხლის სამართლის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 12 თებერვალს არის ჩანიშნული.

დეა გოშხეთელიანი მეუღლეს დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაშორდა.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.4%
შემცირდა 12.6%
არ შეცვლილა 3%