თარიღი    დრო

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება

საქართველო, თბილისი - 10:43 01.09.2018 3696

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა რეგისტრაცია, რომელიც 2017 წლის 9 ოქტომბერს დაიწყო, 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდა. შერჩეული კანდიდატებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების ((BCT) კურსი ეტაპობრივიდ, მიმდინარე წლის განმავლობაში ჩატარდება.

განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს:

პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
2. ფოტოსურათი 3X4 - 2 ცალი;
3. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი;
4. დაბადების მოწმობის ასლი.

საკონტრაქტო სამსახურისთვის კანდიდატების შერჩევის პერიოდში მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც ის წარმოადგენს საბუთებს პირადი  საქმის  შესადგენად:

ნამსახურების ნუსხა (გაიცემა სამხედრო განყოფილებაში);
2. გასაწვევი პირის განცხადება;
3. ანკეტა (შეივსება სამხედრო განყოფილებაში);
4. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და დაბეჭდილი);
5. დაბადების მოწმობის ასლი;
6. პირადობის მოწმობის ასლი;
7. განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;
8. ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი;
9. შვილების დაბადების მოწმობის ასლი;
10. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები;
11. მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
12. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაცემული);
13. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (,,R“- წითელა, წითურა, ყბაყურა: ,,T”-ტეტანუსი-დიფტერია);
14. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ლაბორატორიულად შემოწმებული);
15. ცნობა ნასამართლობის შესახებ;
16. ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ);
17. შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
18. მიღებული სერტიფიკატის ასლი;
19. სამხედო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ასლი და დედანი);
20. ფოტოსურათი 3X4 - 4 ცალი (ფერადი და ელექტრონული ვერსია).

საბუთების მიღება წარმოებს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, გარდაბნის  რაიონი (რუსთავის გზატკეცილი), მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“-ს ბაზის ტერიტორიაზე.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%