თარიღი    დრო

შსს ვაკეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 18:18 12.13.2017 681

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვაკეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის ადგილზე მისვლისას, სამართალდამცველებს დაჭრილი -1979 წელს დაბადებული ლ.ნ. დახვდათ, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, დამნაშავის დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს.

შემთხვევის ადგილზე მისვლისას, სამართალდამცველებს დაჭრილი -1979 წელს დაბადებული ლ.ნ. დახვდათ, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დაჭრილი ლ.ნ. საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - 117-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამ დროისთვის, დამნაშავის დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%