თარიღი    დრო

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი მისცემს ჩვენებას

საქართველო, თბილისი - 16:38 12.13.2017 353

ვალერი გელაშვილის ცემის საქემეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მომდევნო პროცესზე, რომელიც 23 იანვარს, 14 საათზე გაიმართება,  სასამართლოს ჩვენებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მისცემს.

ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა დღევანდელი პრცესის დასრულების შემდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ტყეშელაშვილის შეფასებით, გამოძიებელმა ადვოკატს ამომწურავად გასცა პასუხი.

„გამომძიებელმა ისაუბრა, თუ რა ვითარებაში მოხდა მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეების დაკითხვა და ექსპერტიზების დანიშვნა. რაც შეეხება ადვოკატის მოსაზრებას, რომ ოქრუაშვილის დაკითხვა არასრულფასოვნად მოხდა, ეს მისი შეფასებაა. გამომძიებელმა ამომწურავად გასცა პასუხი, რომ გამოძიება სრულფასოვნად ჩაატარა და რა შეკითხვებიც გაუჩნდა მას, დაუსვა და პასუხები მიიღო.

ირაკლი ოქრუაშვილმა მისცა ჩვენება და ისაუბრა იმ დეტალებზე, რაც მას გამომძიებელმა ჰკითხა. ის სასამართლოზეც დაიკითხა, დაადასტურა თავისი ჩვენება და საკმაოდ დეტალურად ისაუბრ

ირაკლი ოქრუაშვილი მომდევნო სასამართლო სხდომაზე დაიკითხება და მისცემს ჩვენებას", - განაცხადა პროკურორმა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.4%
შემცირდა 12.6%
არ შეცვლილა 3%