თარიღი    დრო

ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული მართლმსაჯულება - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 15:51 12.13.2017 420

"ბატონი პროკურორი ტყუის, როცა ამბობს, რომ ადვოკატების აცილება გაკეთდა, ეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ქართული სასამართლოს მიმართ უნდობლობაა"- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

დეკანოიზის შეფასებით,  ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული მართლმსაჯულება.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას ედავებიან. რეალურად, იმ პერიოდში 200-მდე ადამიანი იქნა შეწყალებული, მათ შორის, საომარი მოქმედებების მონაწილეები, სამართალდამცავი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები.

ვიმეორებ, ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად ანგაჟირებულია და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა. პროკურორი, თავისთავად, სამარცხვინოა და ტყუილი თქვა, როცა განაცხადა, რომ ადვოკატების აცილება მოხდა. რეალურად, ეს არის მიხეილ სააკაშვილის უნდობლობა, ქართული სასამართლოს მიმართ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, 13 დეკემბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკასვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადვოკატები აიცილა. 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.4%
შემცირდა 12.6%
არ შეცვლილა 3%