თარიღი    დრო

ხეების მოჭრის საკომპენსაციო თანხები მწვანე ინფრასტრუქტურის მოსავლელად იქნება მიმართული - მაია ბითაძე

საქართველო, თბილისი - 12:08 12.13.2017 843

თბილისი მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, ხეების მოჭრის საკომპენსაციო თანხები მწვანე ინფრასტრუქტურის მოსავლელად იქნება მიმართული.

მისივე თქმით, ეს დამატებით შემაფერხებელი იქნება ხეების მოჭრის მსურველებისთვის.

"ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომ გაცემულია გარკვეული ტიპის ნებართვები და სუბიექტებს აქვთ საკომპენსაციო თანხები გადახდილი. შესაბამისად, მრავალფეროვანია ის მიმართულებები, რომელზეც სამართლებრივ ჭრილში მოგვიწევს მუშაობა. პირველი დავალება, რაც ჩვენ მერისგან მივიღეთ, საკომპენსაციო თანხების გაზრდაა. ვფიქრობთ, ამ მხრივ გარკვეულ მხარდაჭერას საქართველოს პარლამენტშიც მოვიპოვებთ. თანხები გაიზრდება იმდენად, რომ ეკოღირებულება ამ ხეების მოჭრისა აღდგეს. საკომპენსაციო თანხები მიმართული იქნება მწვანე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ საკომპენსაციო თანხების დადგენისას გამოვიყენოთ საერთაშორისო პრაქტიკა. ეს დამატებით შემაფერხებელი იქნება ხეების მოჭრის მსურველებისთვის. ეს საკომპენსაციო თანხა გამოიყენება ზიანის დაანგარიშებისთვის და ხეების უკანონო ჭრასთან მიმართებით. ჩვენი მთავარი მიმართულება იქნება, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული მწვანე ნარგავების ჭრის შესაძლებლობა. მეორე ღონისძიებად გამოყენებული იქნება გადარგვა, რომლის მეთოდოლგიას შევიმუშავებთ. მესამე და უკიდურეს შემთხვევაში მოხდება ძალიან დიდი საკომპენსაციო თანხების გადახდა," - განაცხადა ბითაძემ. 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%