პალესტინურმა რადიკალურმა მოძრაობამ „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ მესამე „ინტიფადის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა. საგანგებო განცხადება მოძრაობის ლიდერმა აბდულატივ ალკანუმ გააკეთა.
„ჩვენ გამოვაცხადეთ მესამე დაუმორჩილებლობა. პროტესტი უნდა გაგრძელდეს და ზეწოლა გაძლიერდეს აშშ-ზე, იმისათვის, რომ ვაშინგტონმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს,"- აღნიშნა ალკანუმ.
პალესტინელთა მწვავე რეაქცია დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას მოჰყვა.