საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.
"ქართველი ხალხის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეგობარ ერს - ებრაელებს ვულოცავ ხანუქას დღესასწაულს!
ეს არის სინათლის დღესასწაული, რაც კეთილის ბოროტზე და სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისსიმბოლოა. ამ დღესასწაულს თქვენთან ერთად ზეიმობს ქართველი ხალხიც, რადგან უდიდესია ებრაელიერის ამაგი და შრომა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარებისათვის. ჩვენი მეგობრობა მრავალსაუკუნეს ითვლის და დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც - ქართველი ხალხი მუდამიდგება ებრაელი ხალხის გვერდით.
საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ხანუქას! გისურვებთ მშვიდობასა დაკეთილდღეობას!", - ნათქვამია მილოცვის წერილში.