თარიღი    დრო

ბურჭულაძე დაკითხვაზე ევროპაში დაგეგმილი კონცერტების შემდეგ გამოცხადდება - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 11:06 12.12.2017 819

„ცხადია, მას ეს ბრალდება უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია. პრინციპში, ამას უკვე გამოძიება გვიჩვენებს“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა.

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე არ გამოცხადდება, ის ჩვენებას სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.  

„მოწმე-დასაკითხ პირს, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, არჩევანის უფლება აქვს, შეუძლია ჩვენება საგამოძიებო ორგანოში, ან სასამართლოში მისცეს. იმისათვის, რომ ყველაფერი უფრო მეტად გამჭირვალედ წარიმართოს, ბატონი პაატა ჩვენებას სასამართლოში მისცემს, რისი უფლებაც აქვს.

 ის ფაქტი, რომ გამოძიება რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების საფუძველზეა დაწყებული, რომელსაც ამ კონკრეტულ საქმესთან არავითარი შეხება არ აქვს და ტელევიზიით ნანახი სიუჟეტით მოხდა გამოძიების დაწყება, თავისთავად ბევრ კითხვასა და ეჭვს ბადებს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება, ბატონმა პაატამ ჩვენება სასამართლოში მისცეს, სრულიად კანონზომიერია“, - დასძენს ბარათაშვილი.

როგორც ადვოკატი განარტავს, ბურჭულაძე საქართველოში ჩამოსვლას დეკემბრის ბოლომდე ვერ შეძლებს.

„ის ამჟამად ევროპაში იმყოფება, დაგეგმილი აქვს კონცერტები, შესაბამისად, მისი ჩამოსვლა მხოლოდ დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის დასაწყისშია შესაძლებელი. ის სრულ მზადყოფნას აცხადებს გამოძიებასთან ითანამშრომლოს “, - დასძინა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძეს ფონდ „იავნანადან“ თანხების გაფლანგვას ედავებიან.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%