საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სააკაშვილის თქმით, ეს დიდი გამარჯვებაა. როგორც მან აღნიშნა, გათავისუფლების მიზეზი ისაა, რომ მათ შეეშინდათ.
შეგახსენებთ, პროკურატურა ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით ორთვიან შინაპატიმრობას ითხოვდა.
სააკაშვილი 8 დეკემბერს დააკავეს.