თარიღი    დრო

ევრონიუსმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა

საქართველო, თბილისი - 19:23 12.06.2017 2120

„საქართველოს სურს გახდეს რეგიონული ცენტრი ახალი აბრეშუმის გზის პროექტში“ - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული ვრცელი რეპორტაჟი ევრონიუსის ვებგვერდზე, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ეძღვნება. ევრონიუსის ჟურნალისტი გალინა პოლონსკაია სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისში და აქტიურად აშუქებდა აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობას. მის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩაწერილია საქართველოს პრემიერ მინისტრის, მთავრობის წარმომადგენლებისა და ფორუმის მონაწილე სხვა დელეგატების ვრცელი კომენტარები.
„თბილისმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით სტუმარს უმასპინძლა „სარტყელისა და გზის“ ფორუმის ფარგლებში. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და ჩინეთთან. თავისი სტრატეგიული მდებარეობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის წყალობით, საქართველოს შეუძლია აღიდგინოს პოზიციები და გახდეს მსხვილი რეგიონული ცენტრი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“ - ნათქვამია სიუჟეტში. ევრონიუსის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში ასევე საუბარია ანაკლიის პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ღვინის წარმოებისა და ექსპორტის, თავისუფალი ეკონომიკური ზონებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც 28-29 ნოემბერს გაიმართა, ქართული და უცხოური მედიის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა გააშუქა. მათ შორის იყო Euronews, BBC, Bloomberg, Deutsche Welle, The Economist, Al Jazeera, The Guardian და ა.შ.

http://www.euronews.com/2017/12/05/georgia-wants-to-become-a-hub-along-the-new-silk-road 

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%