თარიღი    დრო

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 19:32 11.23.2017 422

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ლეონიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში BMW-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს მოძრავ ჯიპს, შემდეგ კი, მიკროავტობუსს დაეჯახა.

მიზეზი სავარაუდოდ, ავტომანქანის მოცურება გახდა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. სამივე რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%