ცხინვალის დეფაქტო რეჟიმი 22-დან 24 ნოემბრამდე საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტისპრეს-სამსახური იტყობინება. როგორც დეფაქტო უწყებაში განმარტავენ, გადაწყვეტილება სიმამაცისა და ეროვნული ერთობის დღეს უკავშირდება, რომელსაც ცხინვალში 23 ნოემბერს აღნიშნავენ. საზღვარი 24 ნოემბერს, საღამოს გაიხსნება.