სოფელ გრიგოლეთში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
მეზობლების განცხადებით, მამაკაცი მარტოხელა იყო.
მათი ვარაუდით, ცეცხლი ღუმელის დანთებისას გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო ფოთისა და ლანჩხუთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.