უამინდობა ჩინეთში. ტიანის ავტონომიურ ოლქში გადაუღებლად თოვს. სიჩუანის პროვინციაში რიგ მონაკვეთებზე თოვლის საფარის სიმაღლემ 30 სანტიმეტრს გადააჭარბა. დიდთოვლობას თან ძლიერი ყინვაც დაერთო, რის გამოც სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას თვის ბოლომდე არ ვარაუდობენ.