სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული პირველ ტურში ვერ გამოვლინდა. ცენტრალური სახელმწიფო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 50-პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა. მოქმედმა პრეზიდენტმა ბორუტ პახორმა ამომრჩეველთა ხმების 47 პროცენტი მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, მის უშუალო კონკურენტს, კამნიკ მარიანს კი ხმა 23,9 პროცენტმა მისცა. არჩევნების მეორე ტური სლოვენიაში 12 ნოემბერს გაიმართება.