კახა კალაძე მოქალაქეებს, მათ შორის ოპონენტებს თანამშრომლობას სთავაზობს, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მერიის კარი ღია იქნება თბილისის თითოეული გულშემატკივრისთვის, ნებისმიერი კონსტრუქციული ძალისთვის და თუნდაც ჩემი ყოფილი კონკურენტებისთვის, რომელთაც კონკრეტული რეალისტური იდეები აქვთ და სურთ საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი დედაქალაქის უკეთესი მომავლის მშენებლობაში. მე ამაზე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მართლაც, თუ მათ გააჩნიათ კონკრეტული ხედვები, იდეები, კონკრეტული პროექტები თბილისთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გულწრფელად ვამბობ, რომ მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.