თარიღი    დრო

სოფიო ქაცარავა დესისლავა ივანოვას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 19:25 10.20.2017 175

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა.

იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლიდან ბულგარეთი ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა ხდება, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა სწორედ, ევროკავშირის პრეზიდენტობის უფლებამოსილების ფარგლებში, ბულგარეთის მთავრობის პრიორიტეტებსა და პროექტებს ეხებოდა.

მხარეებმა საქართველოში, ბულგარეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე ისაუბრეს, რაც ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტების სოფიაში პრაქტიკებს მოიცავს. სოფიო ქაცარავამ კი კურსდამთავრებულებთან და პარლამენტის სტაჟიორებთან ერთად, ერთობლივი ღონისძიება დაგეგმა, რაც პროფესიული გამოცდილების გაზიარებას შეეხება.

„ბულგარეთის ელჩთან გავმართეთ ძალიან საინტერესო შეხვედრა, განვიხილეთ რიგი საკითხებისა და ყველაზე მთავარი - ბულგარეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი პრეზიდენტი ქვეყნის მიზნები და ამოცანები. დავგეგმეთ ერთობლივი საინტერესო ღონისძიებები და განვიხილეთ ბულგარეთის საელჩოს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს როლი საქართველოში, მისი პრიორიტეტები და დღის წესრიგი", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%