ყიზილაჯლოში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილების მოსანახულებლად საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი მივიდა. “ჯეო ჰოსპიტალსში” შესვლამდე აზერ ჰუსეინი დაჭრილების ახლობლებს გაესაუბრა.
ელჩმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.