საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა და განაცხადა, რომ პირველივე დღიდან ნათელი იყო, მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებისთვის ემზადებოდა.
„მე და ჩემი გუნდი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ერთ ჭეშმარტიბრას ვაფიქსირებდით, რომ კონსტიტუცია ყველასია. „ქართული ოცნება" იმ ტრადიციას ვერ გასცდა, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში. სწორედ ამიტომ, ჩემთვის უაღრესად ძნელია კონსტიტუციაზე ხელის მოწერა, მაგრამ როგორც კონსტიტუციის გარანტი, ამ დოკუმენტს ხელს ვაწერ", - განმარტა პრეზიდენტმა.
13 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობამ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და კენჭისყრის შედეგად, პროექტის პირვანდელ რედაქციას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.