თარიღი    დრო

ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:13 10.19.2017 212

"წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს იმას მოწმობს, რომ "ქართული ოცნების" სახით, ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

"რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანაში ტარდება მნიშვნელოვანი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

სწორედ ამიტომ მინდა, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მივმართო, პირველ რიგში, სახელმწიფო უწყებებს, მეორე რიგში პოლიტიკურ ძალებს და მესამე რიგში, მთლიანად საზოგადოებას, რომ ჩავატაროთ ეს არჩევნები ისე, რომ ეს იყოს ნამდვილად კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, რადგან ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებული იქნას სიტყვა, რასაც ერქვა წარსულში გაყალბებული, ძალადობრივი არჩევნები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ასეთი საქართველოსა და ასეთი დემოკრატიის შექმნის გზაზე", - განაცხადა პრემიერმა. 

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%