თარიღი    დრო

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ შეცვლას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 10:16 10.19.2017 1261

ცხოველთა დაცვის ათმა ორგანიზაციამ თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობა ქმედუუნაროდ და თანამდებობისათვის არალეგიტიმურად ცნო.

..ცხოველთა დაცვის ათმა ორგანიზაციამ თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობა ქმედუუნაროდ და თანამდებობისათვის არალეგიტიმურად ცნო, ცხოველთა დაცვის 10 ორგანიზაციის ხელმძღვანელი და 53 ცხოველთა მიმკედლებელი, შემფარებელი და დამცველი მოქალაქე აღნიშნული სააგენტოს ოფისთან მ/წლის 16 ოქტომბერს შეიკრიბა და ხელი მოაწერეს მიმართვას რომლითაც მოითხოვეს თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისაგან აღნიშნული სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელობის უმოკლეს ვადაში შეცვლა და ახალი ხელმძღვანელობის ერთობლივად არჩევა, ასევე არჩევის წესში ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც ქალაქ თბილისის მთავრობა ვალდებული გახდება სააგენტოს დირექტორი აირჩიოს და გაანთავისუფლოს თანამდებობიდან ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან შეთანხმებით”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ავრცელებს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%