თარიღი    დრო

სეზონური გრიპის ვაქცინაცია იწყება

საქართველო, თბილისი - 18:48 10.13.2017 1522

სეზონური გრიპის ვაქცინაცია იწყება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა და მოსახლეობას ურჩია, ვაქცინაცია ოქტომბრის განმავლობაში ჩაიტარონ. ამირან გამყრელიძემ იმუნიზაცია დღეს თავად გაიკეთა.

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. არსებობს გრიპის ვირუსის 3 ტიპი: A  (რომელსაც ქვეტიპები გააჩნია), B და C. B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.

ინფექციის გავრცელების მიზეზად მიიჩნევა დაავადებული ადამიანი, რომელიც ხველის, ცემინების და ლაპარაკის დროს ვირუსს ავრცელებს 1,5 მეტრის რადიუსში.

ზოგადად გრიპის ვირუსების რეზერვუარად ითვლება წყალზე მიგრირებადი ფრინველები, თუმცა ანთროპონოზული სეზონური გრიპის ვირუსის რეზერვუარს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი.

გრიპი გადამდებია დაავადების პერიოდში გამოჯანმრთელებამდე.

სეზონური გრიპის ერთადერ პრევენციულ ღონისძიებად ყოველწლიური ვაქცინაცია მიიჩნევა. საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვა და მაღალი რისკის ჯგუფებისთვის უსასყიდლოდ მიწოდება. რისკის ჯგუფების დადგენა ხდება მსოფლიოში ჯანდაცვის სექტორში მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების მიერ, ასევე, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული სამუშაოების ანალიზის შედეგად. 2016-2017 წლის გრიპის სეზონისთვის სულ სახელმწიფომ შეისყიდა 20 000 გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. 2017-2018 წლის სეზონზე შეძენილ იქნა 27 000 ვაქცინა, რომელიც, მოთხოვნის შესაბამისად, უკვე განაწილებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში.

2017-2018 წლების გრიპის სეზონისთვის, საქართველოში ვაქცინაციისათვის რისკი პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრა: 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული და დიალიზზე მყოფი პირები; ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი; სასწრაფოს, მიმღები განყოფილებების, რეანიმაციის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, დიალიზის განყოფილებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების მომსახურე პერსონალი; C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს; აივ ინფექციით დაავადებული პირები; ორსულები.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%