თარიღი    დრო

ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ კონსტიტუციის ეს პროექტი არის პროგრესული - წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 11:48 10.07.2017 211

როგორიც უნდა იყოს პოლიტიკური პოზიცია ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ პარტიისა, რეალობა არის ჯიუტი, რეალობა არის შემდეგი, რომ ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ კონსტიტუციის ეს პროექტი არის პროგრესული, არის დადებითი და საბოლოოდ ასრულებს იმ ხარვეზიანი ტექსტის არსებობას ჩვენს რეალობაში, რომელსაც 2010 წელს მიღებული კონსტიტუცია ერქვა წინა ხელისუფლების დროს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თუკი პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, ის გადაილახება.

„როგორიც უნდა იყოს პოლიტიკური პოზიცია ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ პარტიისა, რეალობა არის ჯიუტი, რეალობა არის შემდეგი, რომ ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ კონსტიტუციის ეს პროექტი არის პროგრესული, არის დადებითი და საბოლოოდ ასრულებს იმ ხარვეზიანი ტექსტის არსებობას ჩვენს რეალობაში, რომელსაც 2010 წელს მიღებული კონსტიტუცია ერქვა წინა ხელისუფლების დროს. ეს კონსტიტუცია იყო მრავალი ხარვეზით სავსე და ქმნიდა საშუალებას, რომ ხელისუფლების შტოებს მთავრობასა და პრეზიდენტს, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის შექმნილიყო სხვადასხვა ტიპის გაუგებრობები კომპეტენციების განაწილების მხრივ. ეს არის აღმოფხვრილი, იქმნება დაბალნსებული საკონსტიტუციო-საპარლამენტო მოდელი და როგორც ვენეციის კომისიაც ამბობს, იქმნება ჯანსაღი კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანში.

ვინც უნდა ოყოს პოლიტიკოსი, მმართველი პარტიიდან თუ ოპოზიციიდან, ამ რეალობას ვერ გაექცევა, რეალობა არის ის, რაც შავით თეთრზე წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში და ეს არის დადებითი.

რაც შეეხება ვეტოს, თუ პრეზიდენტის დაადებს ვეტოს და როგორც ჩანს, ასეც მოიქცევა, ამაში მე ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, როგორც დაიდება ვეტო, ისე გადაილახება“, - განაცხადა თეა წულუკიიანმა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.1%