თარიღი    დრო

გასამმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქუთაისის აეროპორტით, კომპანია "ვიზეარის" სერვისით სარგებლობს - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 11:28 10.06.2017 286

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გასამმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა ვინც ქუთაისის აეროპორტით, კომპანია "ვიზეარის" სერვისით სარგებლობს.

მისივე განცხადებით, კომპანიის მხრიდან როგორც შემოყვანილი, ისე გაყვანილი ტურისტების რაოდენობა, განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ  გაიზარდა. 

"დღეს გვქონდა კომერციულ დირექტორთან საუბარი და კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება დაამატოს 1 თვითმფრინავი ქუთაისის ბაზას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე დაამატოს 4 ახალი მიმართულება მომავალი წლის მაისიდან, დაემატება პარიზი, რომი, ბარსელონა და პრაღა," - განაცხადა კვირიკაშვილმა "ვიზეარის" წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია ავიაბილეთები ბარსელონას, პრაღის,რომის, პარიზის მიმართულებით.

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%