თარიღი    დრო

ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:18 10.05.2017 309

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის გაცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ელისაშვილს კონკურენტად არ მიიჩნევს.

,,დებატებში მონაწილეობის  პრობლემა “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია, ამის პრობლემა კახა კალაძეს არ გააჩნია. ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი - ჩემი მთავარი კონკურენტია ის პრობლემები, ის ტკივილი და წუხილი, რომელიც დღეს ქალაქს აწუხებს. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება - დებატები იქნება თუ სხვა მიმართულება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა”, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს ტელედებატებში კიდევ ერთხელ იწვევს.  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ის აცხადებს, რომ თუ კალაძე დათანხმდება ტელედებატებს, ის მზად არის ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთი ეთამაშოს.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.1%